მამუკა ბახტაძე: სამინისტროების რაოდენობა 11-ზე მეტი არ იქნება

„ჩვენი სამინისტროების რაოდენობა არ იქნება 11-ზე მეტი. ჩვენ ხვალ ჩავატარებთ მთავრობის სხდომას, მანამდე კი მექნება ბრიფინგი, სადაც დეტალურად ვისაუბრებ, როგორი ახალი სტრუქტურით წარვსდგებით საქართველოს პარლამენტის წინაშე“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, 11 სამინისტრო ოპტიმალური რაოდენობაა რომ ქვეყანა ეკონომიკის წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდეს.
„ჩვენი სამინისტროების რაოდენობა არ იქნება 11-ზე მეტი. ეს არის ოპტიმალური რაოდენობა იმისთვის, რომ ჩვენ ეფექტურად გავუმკლავდეთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებს. ახალი სტრუქტურის პრეზენტაცია გვექნება ხვალ, ხოლო მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტში წარვადგენთ“,-აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები