საქართველოს მთავრობის ახალი სტრუქტურის პრეზენტაციას მამუკა ბახტაძე ხვალ გამართავს

ჩვენ ხვალ ჩავატარებთ მთავრობის სხდომას, სადაც დეტალურად ვისაუბრებთ, როგორი ახალი სტრუქტურით წარვდგებით პარლამენტის წინაშე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მთავრობაში მხოლოდ 11 სამინისტრო დარჩება. ბახტაძის განცხადებით, ეს რაოდენობა ეფექტიანი საქმიანობისთვის სრულიად ოპტიმალურია.
მამუკა ბახტაძემ არ დააკონკრეტა, ვინ დარჩება მთავრობის ახალ შემადგენლობაში.
„ჩვენ განახლებულ შემადგენლობას წარვადგენთ პარლამენტში. ხვალ გვექნება ახალი სტრუქტურის პრეზენტაცია. დეტალურად ავხსნი, რომელი კომპონენტი რომელში გადავა და როგორ მოხდება ოპტიმიზაცია“, – აღნიშნა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები