საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

სომხური მხარის ინიციატივით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ზოჰრაბ მნაცაკანიანს შორის, სატელეფონო საუბარი შედგა.
სომეხმა მინისტრმა ქართველ კოლეგას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.
მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა, მომავალშიც ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებას. ამ მხრივ კიდევ ერთხელ აღინიშნა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლა ფაშინიანის საქართველოში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტი, რომელმაც დამატებითი იმპულსი შესძინა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ სრულყოფას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები