გია გაჩეჩილაძე: ამ ეტაპზე წულუკიანი მინისტრად აუცილებლად უნდა დარჩეს

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეების“ თავმჯდომარე, გიორგი გაჩეჩილაძე მთავრობაში სტრუქტურულ დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა. გაჩეჩილაძის თქმით, თეა წულუკიანი აუცილებლად უნდა დარჩეს მინისტრის თანამდებობაზე, რადგან სწორედ მისი უწყება აწარმოებს ჰააგაში რუსეთ-საქართველოს ომის საქმეს.
„მე ყოველთვის ვამბობ, რომ იუსტიციის სამინისტროს აქვს ძალიან დიდი ტვირთი – ჰააგის პროცესი მიდის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, განაჩენი უნდა გამოვიდეს, იმ განაჩენის შემდეგ რა დადგება კიდევ და იმას რა პროცესები მოჰყვება კიდევ სხვა ამბავია, ამიტომ, ვინც წამოიწყო ეს საკითხი და წამოიწყო წულუკიანმა, ის უნდა დარჩეს ამ ეტაპზე აუცილებლად მინისტრად“, – განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ქართულ ოცნებაში“ კონსულტაციები დასრულდა. მმართველი გუნდის წევრების გადაწყვეტილებით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს შეუერთდება. გაერთიანდება, ასევე, იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროები და ერთ უწყებად გაერთიანდება დევნილთა სამინისტრო და შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. ამასთან, ზემოთ ჩამოთვლილ უწყებებს არ ექნებათ ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და მოწყობის ფუნქციები და ეს უფლებამოსილება მთლიანად ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები