ირაკლი კობახიძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, პოლ რაიანს შეხვდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, 26-28 ივნისს, ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.

როგორც „კვირას“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ვიზიტი სამმხრივი საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის (საქართველო-მოლდავეთი-უკრაინა) ფარგლებში ხორციელდება. ირაკლი კობახიძე, უკრაინელ და მოლდაველ კოლეგებთან – პარუბისთან და ანდრიან კანდუსთან ერთად, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა სპიკერს, პოლ რაიანს და სამი ქვეყნის აშშ-ის კონგრესის საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის მეგობართა ჯგუფების წევრებს შეხვდება. ასევე, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან – ტედ პოსთან და ჯერი კონოლისთან, კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარეებთან – პიტერ როსკამთან და დევიდ პრაისთან, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარესთან, რონ ჯონსონთან და თანათავმჯდომარე კრის მერფისთან, სენატორ კორი გარდნერთან, ასევე, ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვეს მიტჩელთან.

ირაკლი კობახიძე, ასევე, მონაწილეობას ამერიკული საგარეო პოლიტიკის საბჭოსა(AFPC) და ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მიიღებს.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები