პარლამენტის დელეგაცია შალვა კიკნაველიძის ხელმძღვანელობით ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია, რომელსაც შალვა კიკნაველიძე ხელმძღვანელობს,ვიზიტით თეირანში იმყოფება.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრებმა შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ალი ლარიჯანისთან გამართეს.

ალი ლარიჯანიმ საქართველოს პარლამენტის დელეგაციას ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს და აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს.

ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უვიზო რეჟიმი საქართველოსა და ირანს შორის მნიშვნელოვნად აისახა ხალხთა შორის ურთიერთობაზე, ტურიზმსა და ბიზნესის მიმართულებით თანამშრომლობაზე.

ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე დაინტერესდა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ(DCFTA) შეთანხმებითა და ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებით.

მისი შეფასებით, საქართველოსა და ირანს შორის არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პოტენციალი.

მხარეებმა, ასევე, საქართველო-ირანის სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათა შორისო კომისიის მუშაობასა და საქმიანობის ეფექტურობაზე ისაუბრეს.

ალი ლარიჯანის შეფასებით, კომისიის საქმიანობა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯია.

ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის წევრებს თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაუდასტურა.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში ვანო ზარდიაშვილი, რუსლან გაჯიევი, ცოტნე ზურაბიანი, დიმიტრი მხეიძე და თენგიზ გუნავა შედიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები