ირაკლი კობახიძე: სამართლიანობის აღდგენა აქტუალურია თითოეული ჩვენგანისთვის

„რამდენადაც შესაძლებელია ამ პროცესის წარმართვა, რაც სამართლიანობის აღდგენას უკავშირდება, თითოეული ჩვენგანისთვის, რა თქმა უნდა, აქტუალურია”,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების” მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის შესახებ საუბრისას განუცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მსჯელობა გაიმართება.
“ამაზე ჩვენ ბუნებრივია, გვექნება მსჯელობა. ამ კუთხით, რა თქმა უნდა, კონკრეტული ზომები უკვე მიღებულია, თუმცა შეიძლება, ეს არ არის საკმარისი და ამაზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები