ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად რაციონალური იყოს მთავრობაში სტრუქტურა

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, გუნდში მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციაზე მსჯელობისას, სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღებაზე საუბარი არ ყოფილა. მისივე თქმით, საუბარი იყო მინისტრის მოადგილის დონის გამოკვეთაზე და მისთვის კონკრეტული მიმართულებების განსაზღვრაზე. როგორც მან აღნიშნა, მთავრობის სტრუქტურის შეცვლა, მინისტრისა და მოადგილეების მხრივ, ამ ეტაპზე არ განიხილება.
“ჩვენ გვქონდა ზოგადი დისკუსია. აქ არ იყო დისკუსია სახელმწიფო მდივანზე ან რამე კონკრეტულ თანამდებობაზე თუ რგოლის დამატებაზე. საუბარია იმაზე, რომ მსხვილი სამინისტროების პირობებში, ხომ არ არის მიზანშეწონილი მეორე დონის, ეს არის მინისტრის მოადგილის დონის გამოკვეთა და მისთვის კონკრეტული მიმართულებების განსაზღვრა. ეს არის ზოგადი ინიციატივა, რომელზეც მსჯელობა გრძელდება. ჩვენ ვრჩებით იმ სტრუქტურაში, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი მთავრობაში. ეს არის მინისტრი და მინისტრის მოადგილე. იქ რამე მოდიფიკაცია თუ განხორციელდება, ამაზე გუნდი იმსჯელებს და იქნება მიღებული გადაწყვეტილება. რამე დამატებითი რგოლის გაჩენაზე მთავრობის სტრუქტურაში საუბარი არაა. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ მაქსიმალურად რაციონალური იყოს მთავრობაში სტრუქტურა და ამ პრინციპით ვიმოქმედოთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები