ბრაზილიის პოლიცია ტურისტებს აფრთხილებს, მძარცველები “არ შეიმჩნიონ”
ბრაზილიის პოლიცია იმ ტურისტებს აფრთხილებს, რომლებიც 2014 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე ჩავლენ, რომ გაქურდვის დროს არ იყვირონ, არ იჩხუბონ და, საერთოდ, არანაირი რეაგირება არ მოახდინონ. მათ ასევე არ ურჩევენ, ღამღამობით ქუჩაში სეირნობას და ძვირფასი სამკაულების ტარებას. ინფორმაციას ამის შესახებ “BBC News” ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ბრაზილია განთქმულია დანაშაულის მაღალი დონით. სან-პაულოს რამდენიმე რაიონში, რომელსაც ფაველს უწოდებენ, თავად სამართალდამცავებსაც ეშინიათ შესვლა.