ივანე ჯავახიშვილის შვილების მოგონებები – წიგნის: ,,მამა’’ წარდგენა გაიმართება
26 ივნისს, 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება წიგნის – ,,მამა’’ წარდგენა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გამოცემაში თავმოყრილია სხვადასხვა გამოცემასა და ხელნაწერების ეროვნულ ცენტრში დაცული ივანე ჯავახიშვილის შვილების მოგონებები.
გამოცემა ეძღვნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუკუნოვან იუბილეს.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია.