პაციენტის ცემისთვის ექიმი – ანესთეზიოლოგი დააკავეს (ვიდეო)

პერმის გულსისძარღვთა დაავადებების ცენტრის ექიმი ანესთეზიოლოგი ანდრეი ვოტიაკოვი გულით დაავადებული პაციენტის ცემისთვის დამნაშავედ აღიარეს. ცემიდან რამდენიმე დღის შემდეგ შემდეგ პაციენტი გარდაიცვალა. ვოტიაკოვს სასამართლომ ხუთი თვით გამოსასწორებელი სამუშაო და 100 ათასი რუბლი ჯარიმა დააკისრა. ასევე ორი წლით აუკრძალა სამედიცინო საქმიანობა. გარდაცვლილის ახლობლები განაჩენს უსამართლოდ მიიჩნევენ და მის გამკაცრებას მოითხოვენ. ტრაგიკული შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრები პორტალ Youtube-ზე მოხვდა და იგი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ ურტყამს თავში და გულმკერდის არეში სამედიცინო აპარატურაზე შეერთებულ პაციენტს ექიმი. იგი ანდრეი ვოტიაკოვია, ხოლო პაციენტი 61 წლის ნიკალაი კულეშოვი.
სამედიცინო ცენტრში განმარტავენ, რომ კულეშოვს ინფარქტი ბრონქიტის ფონზე გაურთულდა და მას სამედიცინო ცენტრში უფასო ოპერაცია გაუკეთეს. იგი რეანიმაციის განყოფილებაში იწვა, სადაც მას, ისევე როგორც პაციენტების უმეტესობას, ნარკოზის შემდეგ არაადეკვატური ქცევები ჰქონდა. როდესაც მასთან ანესთეზიოლოგი შევიდა, პაციენტს მოეჩვენა, რომ ექიმი მისი სხეულის მიმართ განსხვავებულ ინტერესს იჩენდა, დაუწყო ჩხუბი და მას ჰომოსექსუალი უწოდა. განყოფილების გამგემ მას საპასუხოდ რამდენჯერმე გაარტყა. ამ ინციდენტიდან ორი კვირის შემდეგ კულეშოვი გარდაიცვალა. კოლეგების თქმით, ექიმი ვოტიაკოვი გაუწონასწორებელი პიროვნება იყო.
,, მის დაქვემდებარებაში მყოფ პირებს იგი ყოველთვის გინებით ელაპარაკებოდა და ყველას უყვიროდა, ხშირად გვაიძულებდა, ცვლის დამთავრების შემდეგ გვემუშავა და არც გამოსასვლელ დღეებში გვაძლევდა დასვენების საშუალებას. კოლეგები იმასაც ამბობენ, რომ ვოტიაკოვს თანამშრომლებთან სექსუალურ ნიადაგზე ხშირად ჰქონდა უსიამოვნება და ერთხელ იგი ერთ-ერთი მედდის მეუღლემ სასტიკადაც კი სცემა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=boA8Tj1mKkY&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები