გიორგი გახარია ხორავას ქუჩის საქმეზე: დღეს გამოძიება და სამინისტრო ემზადება ყველანაირი განვითარებისთვის

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ყველა ნიუანსი თავიდანვე არ იყო გამოძიებული,- ამის შესახებ შს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა და განმარტა, რომ ამის მიზეზი შემჭიდროვებული ვადები იყო.
პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აინტერესებს ობიექტური შედეგი მართლაც მძიმე ტრაგედიაზე, რომელმაც ეს ქალაქი შეძრა, აქ კი არ დააყენებდა ამ შეკითხვებს, არამედ მონაწილეობას მიიღებდა საპარლამენტო კომისიის მუშაობაში. კომისია იწყებს მუშაობას. გარდა ამისა, შს სამინისტროში გრძელდება გამოძიება. ეს იყო უმძიმესი დღეები დეკემბრის დასაწყისში. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, მაშინ შს სამინისტროს უდიდესი პრობლემა ჰქონდა ერთ-ერთი ძებნილის დაკავების. ეს იყო უმძიმესი დღეები მთლიანად მთელ სამინისტროში და ქალაქის პოლიციაში. ჩვენ მაშინ შევძელით მაქსიმალური, რისი გაკეთებაც შევძელით, თუმცა კანონმდებლობის მხრიდანაც შეზღუდული ვიყავით. ისინი არიან არასრულწლოვნები. ჩვენ გვქონდა ძალიან მკაცრი ვადები და ამიტომ ჩვენ გამოვყავით ცალკე საქმე. როგორც კი დავინახეთ, რომ შესაძლებელი იყო გარკვეული თემების დადგენა ბოლომდე ვერ მოგვესწრო, დავიწყეთ ახალი გამოძიება. შემდეგ უკვე სასამართლო პროცესზე ზოგ შემთხვევაში ჩვენებები შეიცვალა, გამოვლინდა ახალი დამატებითი გარემოებები. სწორედ გაგრძელებული და გამოყოფილი გამოძიების პროცესში ჩვენ უკვე ახალი ბრალდებულები გვყავს. სასამართლო პროცესში ძალიან ბევრი ახალი ჩვენებები გამოჩნდა და ეს იყო, რის გამოც ახალი ბრალდებულები გაჩნდა. ამ საქმეზე უკვე 9 ადამიანი არის პასუხისგებაში მიცემული. დღეს გამოძიება და შს სამინისტრო ემზადება ყველანაირი განვითარებისთვის ამ გამოძიებაში. ჩვენ არ გვაქვს არანაირი შეზღუდვა. ჩვენ არ გვაქვს არანაირი პოსტულატები. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ – დღეს თუ გვაქვს ჩვენ საშუალება, დეტალურად უნდა იყოს გამოძიებული ყველა ის ნიუანსი, რომელიც შემჭიდროებული დროების ვადების გამო იმ მომენტში ვერ მოხდა. ამიტომ ახლა გთხოვთ, ამ თემაზე მეტი არ გავაგრძელოთ“, – განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, შსს ღიად ითანამშრომლებს საპარლამენტო კომისიასთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები