ლევან გოგიჩაიშვილი:ახალი საგადასახადო კოდექსი თავისუფალი ბაზრის და ბიზნესსექტორის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც საგადასხადო რეფორმას ეხება.
„მისასალმებელია, რომ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, მთავრობა გეგმავს ახალი საგადასახადო კოდექსის შემუშავებას და ძალიან კარგია, რომ ეს მოხდება კერძო სექტორის ჩართულობით. კოოპერაცია იქნება მაღალი კერძო სექტორსა და მთავრობას შორის, რაც საშუალებას მოგვცემს ერთობლივი ფიქრისა და ანალიზის საფუძველზე შევქმნათ ახალი საგადასახადო კოდექსი. მამუკა ბახტაძემ თავად გამართა არაერთი შეხვედრა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან და მათგან მოისმინა ის წინადადებები, რომლებიც უკავშირდება საგადასახადო კანონმდებლობის შექმნას და იმ მომავალში განსახორციელებელ ცვლილებებს, რომელიც კერძო სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს დროული და მნიშვნელოვანი ინიციატივაა. ბოლო წლების განმავლობაში საგადასახადო კოდექსის ათობით ცვლილება განხორციელდა, იმისათვის რომ ბუნდოვანი და ორაზროვანი რეგულაციები გასწორებულიყო, რამაც ხარისხობრივად ახალ სიმაღლეზე აიყავანა საგადასახადო კანონმდებლობა საქართველოში. კერძო სექტორთან, პროფესიულ წრეებთან ერთობლივი მუშაობით შესაძლებელია, რომ ახალმა საგადასახადო კოდექსმა უზრუნველყოს კიდევ უფრო მეტად მარტივი და სამართლიანი წესების დამკვიდრება, რაც თავისუფალი ბაზრის და ბიზნესსექტორის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები