უკრაინაში „რაშა თუდეის“ ჟურნალისტის დაჭრის ფაქტზე საქმე აღიძრა

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა განზრახ მკვლელობის საქმეზე ტელეარხ “რაშა თუდეის” ჟურნალისტის ფედორ ზავალეიკოვის დაჭრის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
“წინასწარი ინფორმაციით, 9 მაისს მარიუპოლში გეორგიევსკის ქუჩაზე ჟურნალისტი ზავალეიკოვი ჯავშანჟილეტით იმყოფებოდა და ის ვიდეოთი იღებდა უკრაინელი სამართალდამცავების მიერ მარიუპოლის მილიციის შენობის შტურმით აღებას, რომელიც ფედერალიზაციის მხარდამჭერები აკონტროლებდნენ.როდესაც მან ქუჩის გადაკვეთა სცადა, მუცლის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიიღო და ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამჟამად საქმესთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. დაშავებული ჟურნალისტი მოსკოვის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება, სადაც მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უტარდება, – ამის შესახებ განცხადება რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა გააკეთა. 23 წლის შტატგარეშე ჟურნალისტი მარიუპოლში 9 მაისს შეტაკებების შედეგად დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები