უკრაინის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
უკრაინის პრემიერ – მინისტრი ნიკოლაი აზაროვი თანამდებობიდან გადადგა,- ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. ინფორმაცია მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა. პრემიერის თქმით, მან ეს გადაწყვეტილება იმ მიზნით მიიღო, რომ შეიქმნას დამატებით საშუალებები სოციალური და პოლიტიკური კომპრომისისთვის, კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტისთვის და უკრაინის ერთიანობის შესანარჩუნებლად.
„მე ამ რთული წლების განმავლობაში ვაკეთებდი ყველაფერს, რომ უკრაინას, როგორც დემოკრატიულ ევროპულ სახელმწიფოს, ნორმალურად განვითარება შეძლებოდა. მე მივიღე ეს გადაწყვეტილბა უკრაინელი ხალხის ინტერესების გათავალისწინებით. ამიტომ პირადპირ შემიძლია შევხედო თვალებში ყველა უკრაინელ მოქალაქეს“, – აღნიშნა აზაროვმა.