მოსკოვში წვერებიანი ქალების და კაცების აღლუმი გაიმართება

27 მაისს, მოსკოვში, ,,ევროვიზია – 2014“-ის გამარჯვებულის კონჩიტა ვურსტის საპატივცემულოდ, წვერებიანი ქალების და მამაკაცების აღლუმის ჩატარება იგეგმება. ამის შესახებ ორგანიზატორებმა მერიას უკვე აცნობეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქალაქში მცხოვრებმა გეიაქტივისტებმა ქალაქის მერიას ამ აქციის ჩატარება იმ დღეს მოსთხოვეს, როცა რუსეთში თავისუფალი ჰომოსექსუალური ურთიერთობების დევნის გაუქმების 21 წლისთავი აღინიშნება.
განცხადების თანახმად, მსვლელობა 13: 00-14:00 საათზე პუშკინის მოედანზე და ტვერის ბულვარზე გაიმართება. ქალაქის ლგბტ-ს მოძრაობის ლიდერის ნიკოლაი ალექსეევის განცხადებით, ,,ევროვიზიაზე ავსტრიელი დივას, კონჩიტა ვურსტის გამარჯვება მნიშვნელოვანი მოვლენა იყო არა მარტო ევროპაში, არამედ რუსეთშიც, სადაც მისი გარეგნობა ძალიან პოპულარული და ლგბტ-ბის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შემცვლელი აღმოჩნდა.“ ,,სატელევიზიო ხმების რაოდენობით კონჩიტა ვურსტმა ტყუილად არ დაიკავა მესამე ადგილი. ბევრი ლგბტ-ს აქტივისტი მოსკოვში, მეცხრე გეი აღლუმზე, რომელიც 31 მაისს გაიმართება, სწორედ მისი გარეგნობით გამოვა “,- აღნიშნა ალექსეევმა.
1993 წელს რუსეთში გაუქმდა ჰომოსექსუალ მამაკაცთა დევნა. ეს გადაწყვეტილება რუსეთის ევროსაბჭოში შესვლის ეგიდით იქნა მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები