ალექსანდრე ჭიკაიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შს მინისტრი შეხვედრას აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზედენტ ილჰამ ალიევთან გამართავს. ალექსანდრე ჭიკაიძე ასევე შეხვდება აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა, საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრებს და საზღვრის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელებს. ვიზიტის მსვლელობისას მხარეები სამართალდაცვით სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. საუბარი აგრეთვე შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულ რეფორმებს და ამ მიმართულებით დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 16 მაისს დასრულდება.