პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული ა.ბ. და წარსულში ნასამართლევი 1969 წელს დაბადებული პ.ე. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წარსულში არსებული კონფლიქტის გამო თეთრიწყაროში, ერთ-ერთი სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ანგარიშსწორების მიზნით, 1982 წელს დაბადებულ ნ.ბ.-ზე ორგანიზებულად, ჯგუფურად ფიზიკურად იძალადეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენეს, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალნენ.

დაჭრილი მამაკაცი მოთავსებულია კლინიკაში.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები