ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფლებში – ხემაღალსა და ღვერკში არსებული მეწყერი გააქტიურდა – მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება
“ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფლებში – ხემაღალსა და ღვერკში არსებული მეწყერი გააქტიურდა. მეწყრულმა მასებმა ნაწილობრივ გადაკეტა მდ. კორნებასღელე”, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, დამატებითი საფრთხეების შეფასების მიზნით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ოპერატიულად მოახდინეს სიტუაციის შეფასება.
“წინასწარი ინფორმაციით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
სააგენტოს გეოლოგები ამ დრომდე ადგილზე იმყოფებიან. მათ მიერ, შესაბამის უწყებებთან ერთად გაიცა რეკომენდაციები, რაც გულისხმობს შეგუბების უბანზე გაწმენდით სამუშაოებს, ასევე, მეწყრის ზონაში მონიტორინგის დაწესებას”, – წერია ინფორმაციაში.