24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა
24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა.
ეროვნული ბანკის სტატუსი სწორედ ქვეყნის კონსტიტუციითაა განსაზღვრული, მოქმედი კონსტიტუცია კი 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს ეფუძნება.
აღსანიშნავია, რომ პირველი ქართული კონსტიტუციის ხელმომწერთა შორის იყო სახელმწიფო ბანკის საბჭოს თავმჯდომარე – ნიკოლოზ ელიავა.
2021 წელს სებ-მა ქვეყნის კონსტიტუციის მიღების საუკუნოვან იუბილეს საკოლექციო მონეტა მიუძღვნა.