რა მისწერა რომის პაპმა ალექსანდრე ტურჩინოვს
რომის პაპი ფრანცისკი უკრაინის კრიზისიდან მშვიდობიანი გზით გამოსვლისთვის ლოცულობს, – ნათქვამია რომის პაპის წერილში, რომელიც მან პრეზიდენტს ალექსანდრ ტურჩინოვს მისწერა, – ამის შესახებ “ბატკივშინას” პრესსამსახური იუწყება. რომაულ -კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა თანაგრძნობა გამოხატა უკრაინელი მოსახლეობისა და ინტენსიური კონფლიქტების მსხვერპლთა მიმართ, რომლებიც ბოლო თვეების მსხვერპლნი არიან, ასევე ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც უკრაინის მოვლენების გამო წუხს.