რას საქმიანობენ უკრაინაში „ცერეუ-ს“ აგენტები?

ახალი უკრაინული ხალისუფლების მოულოდნელმა სამხედრო თავდასხმებმა მათი პირველი საიდუმლოებები გამოამჟღავნა. სლავიანსკის პრორუსი სეპარატისტებისგან გათავისუფლების ოპერაციის დაწყებიდან 2 დღის შემდეგ, გამოცემა Bild am Sonntag-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ამერიკული დაზვერვის ათობით თანაშრომელი უკრაინის ახალ ხელისუფლებასთან საიდუმლო კონსულტაციებს გადის. თუკი აღნიშნული ჟურნალის თანამშრომლებს დავუჯერებთ, „ცერეუ“ და „ფებეერ“-ი კიევს პრორუსული აჯანყებების ჩახშობაში და უშიშროების ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებაში ეხმარება. ერთი თვის წინ თეთრმა სახლმა დაადასტურა ინფორმაცია „ცერეუ“-ს დირექტორის ჯონ ბრენანის ვიზიტის შესახებ, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა ეჭვები.
ყირიმის ამბებმა მძიმე კვალი დატოვა. ვიქტორ იანუკოვიჩს ჯერ სავარძელი დატოვებული არ კი ჰქონდა, ნახევარკუნძულზე გამოჩნდნენ პრორუსი ჯარისკაცები, რომლებმაც კონტროლის ქვეშ აიყვანეს სტრატეგიული ობიექტების დიდი ნაწილი (ბაზები, აეროპორტები და სხელმწიფო უწყებების შენობები), ასევე ყაზარმებში მყოფ უკრაინელ ჯარისკაცებს ალყა შემოარტყეს. მოსკოვის მხარდაჭერით მათ უკრაინული არმია ყირიმიდან განდევნეს. გასულ ხუთშაბათს აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჩაკ ხეიგელმა ნატოს წევრ 28 ქვეყანას მოუწოდა, გაზარდონ თავიანთი თავდაცვითი ბიუჯეტები მოსკოვთან წინააღმდეგობის გაწევის მიზნით ,,დიდი პერსპექტივით“. ნებისმიერ შემთხვევაში, დასავლეთის მთავარ პრიორიტეტია ახალი ხელისუფლების ლეგიტიმურობის დამტკიცება და 25 მაისს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება მოსკოვში,- ამის შესახებ კარგად იციან და ყველაფერს აკეთებენ, რომ ,,ხელი შეუშალონ არჩევნების ნორმალურად ჩატარებას“, – ამის შესახებ ჟან სილვესტერ მონგრენიე აცხადებს. მოსკოვს ამოძრავებს მიზანი, უკრაინა ტერიტორიის მთლიანი ანექსიის გარეშე თავის სატელიტად აქციოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები