ესპანეთში ცნობილი პოლიტიკოსი ქალი ჩაცხრილეს
ესპანეთის ქალაქ ლეონში ცნობილი პოლიტიკოსი ქალი იზაბელ კარასკო ჩაცხრილეს. პოლიციის წარმომადგენელთა თქმით, უცნობმა ქალმა კარასკოს რამდენჯერმე მაშინ ესროლა, როცა ის სახლთან ახლოს, ხიდზე ფეხით გადადიოდა. იგი პარტიულ შეკრებაზე მიდიოდა.
59 წლის იზაბელი ადგილზე გარდაიცვალა. კარასკო ქალაქ ლეონის მმართველი პარტიის მდივანი იყო. როგორც ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები იტყობინებინ, მკვლელობასთან დაკავშირებით პოლიციამ დედა და შვილი დააკავა. როგორც ირკვევა, გოგონა ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს ქალაქ ლეონის საბჭოდან. ,,ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეს პირადი შურისძიების აქტი იყო და არ უკავშირდება საზოგადოებრივ საქმიანობას“,- აცხადებენ პოლიციაში.