თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის ზოგიერთ უბანს 18 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის” ცნობით, საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, სოფელი ნატბეურების, ჩალისპირების დასახლების, გლდანი-დიღომის შემაერთებელი გზის, სამხედრო გზატკეცილის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, აღმაშენებლის ხეივნის, ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის, კვანტალიანის და გელოვანის ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ბუდაპეშტის და შალვა ნუცუბიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ) და დიღმის მასივის I, II კვარტლების (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, ფონიჭალის დასახლების, გორგასლის და შავნაბადას ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნადიკვარის დასახლების, ნადიკვარის I ქუჩის, ნადიკვარის, კალანდაძის და ბერძნის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II, III მიკრორაიონების მცხოვრებლებს. გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის, ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არაყიშვილის და აბაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები