ეკა ბესელია: განცდა მაქვს, რომ ეს ნინო შუბლაძის მხრიდან პროტესტი იყო

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ჟურნალისტ ნინო შუბლაძის ტელეკომპანია „რუსთავი 2“- დან წასვლას ეხმაურება. ბესელია მიიჩნევს, რომ შუბლაძის მიერ “რუსთავი 2”-ის დატოვება, სავარაუდოდ, პროტესტის ნიშნად მოხდა. როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ეს ყველაფერი ხელისუფლებას არანაირად არ უკავშირდება და ამ თემაზე საუბარი არაკორექტულიცაა.
,,პირადად ვიცნობ ნინო შუბლაძეს და ვაფასებ მის პროფესიონალიზმს. მისი გადაწყვეტილება ძალიან საყურადღებოა. მგონია, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება იმ მოვლენებს და პროცესებს, რომელიც “რუსთავი 2″-ში განვითარდა. ვფიქრობ, ყველა პროფესიონალ ჟურნალისტს ჯანსაღი პოზიცია ექნებოდა იმ ვითარების მიმართ, რაც კიდევ ერთხელ შეიქმნა, როგორც წარსულის გადმონაშთი. მაქვს განცდა, რომ ეს იყო ერთგვარი პროტესტი მისი მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს არ უკავშირდება ხელისუფლებას. ამაზე თვითონ შუბლაძემ უნდა ისაუბროს და ნებისმიერი ინტერპრეტეცია ჩვენი მხრიდან არ იქნება კორექტული”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო შუბლაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა. შუბლაძემ პოსტიდან წასვლა ოჯახური მოტივით ახსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები