გურჯაანის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა
ძლიერმა წვიმამ გურჯაანის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. გურჯაანის მუნიციპალიტეტში ადიდებულმა მდინარე ჭერემმა სოფელ ჭერემთან დამაკავშირებელი გზა დააზიანა, რის შედეგადაც სოფელი გარესამყაროს მოსწყდა.
სოფელი ჭერემი გურჯაანიდან 28 კილომეტრით არის დაშორებული. გურჯაანის მერის ინფორმაციით, გზის აღდგენის სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. დატბორილია მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორია და სარდაფიც.