„მთავარია, ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს მეთაურად მოვიდა ადამიანი, რომელიც წინასწარ აცხადებს, რომ ომის ვითარება არა ერთ სახელმწიფოს, არამედ ყველა სახელმწიფოს, კაცობრიობას ქვესკნელისკენ გააქანებს” – ვოლსკი

“დიდი იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია სწორედაც მთელ კაცობრიობას გადაარჩენს ქვესკნელისაგან, რომელშიც შეიძლება, აღმოჩნდეს დედამიწა, თუკი ეს ომი გაგრძელდება და მით უმეტეს, გაფართოვდება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა,

გია ვოლსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

ვოლსკის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მუშაობას გააგრძელებს „დემოკრატებთანაც”, რათა ქვეყანამ ორმხრივი პოლიტიკური მხარდაჭერა მოიპოვოს.

„მთავარი ის არის, რომ ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს მეთაურად მოვიდა ადამიანი, რომელიც წინასწარ აცხადებს, რომ ომის ვითარება არა ერთ სახელმწიფოს, არამედ ყველა სახელმწიფოს, კაცობრიობას ქვესკნელისკენ გააქანებს. ამის განცდა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც მხარი დაუჭირა ამერიკელმა ხალხმა დონალდ ტრამპს. ჩვენ პატივს ვცემთ ამერიკელი ხალხის გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუშაობას არ გავაგრძელებთ „დემოკრატებთან”, რადგან ორმხრივი პოლიტიკური მხარდაჭერა მოვიპოვოთ. ეს რასაკვირველია, ჩვენი მიზანია. ჩვენ, საქართველოს, პატარა ქვეყანას არაფერი ისეთი არ გაუკეთებია, რომელიც ეჭვს შეიტანს მის საგარეო კურსთან დაკავშირებით და ზოგადად, მის ერთგულებასთან დაკავშირებით საერთო საკაცობრიო პრობლემების მიმართ. რასაკვირველია, ჩვენი ერთგულება არის უცვლელი ამ პრინციპების მიმართ და დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაცია სწორედაც მთელ კაცობრიობას გადაარჩენს ქვესკნელისაგან, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდეს დედამიწა, თუკი ეს ომი გაგრძელდება და
– მით უმეტეს, გაფართოვდება”, – აღნიშნავს ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები