“ათეულობით შემთხვევაა, როდესაც ადამიანებმა არ იცოდნენ, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ნიშნავდნენ საარჩევნო უბნებზე საკუთარ წევრებად” – გორდულაძე

“დღეს კიდევ ერთი ისეთი ფაქტი დადასტურდა, რომ ადამიანმა უარი განაცხადა კომისიის წევრობაზე, მაგრამ არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერს აღმოაჩინა, რომ კომისიის წევრად ყოფილა თურმე დანიშნული და ვერ შეძლო ხმის მიცემა”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველ პარტიას აქვს რამდენიმე ათეული შემთხვევის დადასტურებული ფაქტი, როდესაც “კლასტერში შემავალმა ოპოზიციურმა პარტიებმა პირდაპირი მნიშვნელობით, ან ხმები მოჰპარეს ამომრჩეველს, ან სცადეს რომ მოეპარათ”.

“მათ ხელი შეუშალეს [ამომრჩევლებს], თავიანთი ნება განეხორციელებინათ არჩევნებში, რაც პირდაპირი მნიშვნელობით, შეიცავს სისხლის სამართლის 162-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.

ათეულობით შემთხვევაა, როდესაც ადამიანებმა არ იცოდნენ, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ნიშნავდნენ საარჩევნო უბნებზე საკუთარ წევრებად. დღეს კიდევ ერთი ფაქტი დადასტურდა ისეთი, რომ ადამიანმა უარი განაცხადა კომისიის წევრობაზე, მაგრამ არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერს აღმოაჩინა, რომ კომისიის წევრად ყოფილა თურმე დანიშნული და ვერ შეძლო ხმის მიცემა“, – აღნიშნა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები