ტრამპს არ მოსწონს ფულის ხარჯვა მათზე, ვისაც სხვის ხარჯზე უნდა ცხოვრება, მათ შორისაა უკრაინა – მედვედევი

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს, რომელმაც გამარჯვება გამოაცხადა, სასტიკად არ მოსწონს ფულის დახარჯვა მათზე, ვისაც სხვის ხარზე უნდა ცხოვრება, მათ შორისაა უკრაინა, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს.

“ტრამპს ჩვენთვის სასარგებლო ერთი თვისება აქვს: როგორც ბიზნესმენს, მას სასტიკად არ უყვარს ფულის დახარჯვა მუქთახორებზე და მათზე, ვისაც სხვის ხარზე უნდა ცხოვრება, მოსულელო მოკავშირეებსა და საქველმოქმედო პროექტებზე და უაზრო საერთაშორისო ორგანიზაციებზე”, – დაწერა მედვედევმა ტელეგრამ-არხზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები