ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში „სტუდენტური კონგრესი“ გაიმართება
ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში 16-17 ივნისს „სტუდენტური კონგრესი“ გაიმართება. პროექტი მიზნად ისახავს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას, პარლამენტის წევრებსა და სტუდენტებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და საპარლამენტო საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
როგორც “კვირას” პარლამენტიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, ღია პლატფორმა შეიქმნება, სადაც ახალგაზრდებს IX მოწვევის პარლამენტის წევრებთან ერთად, შესაძლებლობა ექნებათ, განიხილონ ქვეყანაში მიმდინარე აქტუალური საკითხები, მათ შორის ისეთები, რომლებზე მუშაობაც პარლამენტში ამჟამად მიმდინარეობს.
მონაწილეები იმიტირებულ საკომიტეტო ფორმატში იმუშავებენ, რომლის შემადგენლობაშიც სტუდენტებთან ერთად, პარლამენტის მოქმედი წევრები შევლენ: ფრაქცია „ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა ოდიშარია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი და ფრაქცია, შესაბამისი დარგობრივი კომპეტენციის მიხედვით.
საბოლოოდ, თითოეული კომიტეტი, შეიმუშავებს და წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის ირგვლივაც ღია დისკუსია გაიმართება.