ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკა რუსეთის შემადგენლობაში მიღებას ითხოვს
დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკა მოსკოვს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში მიღებას სთხოვს,- ამის შესახებ პრესკონფერენციაზე დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ დენის პუშილინმა განაცხადა.
„2014 წლის 11 მაისის რეფერენდუმის შედეგებით, ჩვენ ვართ დონეცკის მოსახლეობა, რომელიც ეფუძნება დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციას. ვაცხადებთ, რომ ამიერიდან დონეცკის სახალხო რეპუბლიკა სუვერენული სახელმწიფოა”, – განაცხადა პუშილინმა.
მან თხოვნით მიმართა რუსეთის ფედერაციას, გადახედოს დონეცკის სახალხო რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციაში შემადგენლობაში მიღების საკითხს.