ლესბოსელ გოგონებს კოცნის გამო სასამართლო ემუქრებათ
იტალიაში ლესბოსელ წყვილს სასამართლო ემუქრება იმის გამო, რომ წყვილმა რომის მახლობლად, ერთ-ერთ პატარა ქალაქთან ზღვის სანაპიროზე ერთმანეთს აკოცეს, – ამის შესახებ “The Local” წერს. საქმის სასამართლოში გადაგზავნასთან დაკავშირებით ქალაქ ჩივიტავეკიას პროკურორი მუშაობს. საქმის მასალებში ნათქვამია, რომ 29 და 34 წლის ორი ქალი ზღვის სანაპიროზე ქოლგის ქვეშ სახალხოდ ერთმანეთს კოცნიდა. თვითმხილველებმა პოლიცია გამოიძახეს და ქალბატონების საქციელს უხამსი უწოდეს.
ლესბოსელების ადვოკატი ამტკიცებს, რომ წყვილ ქალბატონებს არანაირი უხამსი საქციელი არ ჩაუდენიათ და გასაკვირია, რომ ამ დროში ორი ქალბატონის კოცნას უხამსს უწოდებენ. მან ასევე აღნიშნა, რომ თუ მათ სასამართლოში გამოიძახებენ, ისინი ძალიან მშვიდად მივლენ.