დავით ჭიჭინაძე: მამუკა ბახტაძეს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ „დიდი თვალით“ შეხედოს პრობლემას

უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პრემიერ-მინისტრად დასახელებული მამუკა ბახტაძის კანდიდატურა დადებითად შეაფასა. როგორც მან მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ფინანსთა მინისტრობის დროს მან აჩვენა, რომ სხვადასხვა საკითხზე მისი ხედვა განსხვავებული იყო.

ჭიჭინაძის თქმით, მამუკა ბახტაძეს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ „დიდი თვალით“ შეხედოს პრობლემას.

“მამუკა ბახტაძემ ფინანსთა მინისტრობის დროს გადადგმული ნაბიჯებით აჩვენა, რომ მას ჰქონდა განსხვავებული ხედვა იმ ეკონომიკური პოლიტიკისა, რომელიც აქამდე არსებობდა. მისი ინიციატივები საკმაოდ თამამი იყო. რკინიგზაში მუშაობისას კი მას კარგი გამოცდილება დაუგროვდა ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან მუშაობის. ამ ადამიანს გააჩნია იმის შესაძლებლობა, რომ „დიდი თვალით“ შეხედოს პრობლემას”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ხოლო რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებას, უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ ახალმა პრემიერ-მინისტრმა უნდა შეარჩიოს ისეთი ადამიანები, ვისთან ერთადაც გაუადვილდება მუშაობა და განახორციელებს წარდგენილ პროგრამას.

“ახალ პრემიერ-მინისტრს კომფორტი უნდა ჰქონდეს, იმ ადამიანების შერჩევით, ვისთანაც მას გაუადვილდება მუშაობა და შეძლებს იმ პროგრამის განხორციელებას, რასაც თავად წარადგენს. როგორც დაკომპლექტდება მინისტრთა კაბინეტი, ეს მამუკა ბახტაძის პრეროგატივაა, ის გადაწყვეტს ვინ დარჩება მინისტრად და ვინ არა. პრაქტიკულად ეს არის ქართული ოცნების უპირატესობა, რომ ერთმანეთის ფუნქციებში არ გადადის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება. არამგონია, მან პირველივე ნაბიჯი გადადგას ისეთი მინისტრების შერჩევით, რომ საკუთარ თავს ზიანი მიაყენოს”, – აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები