კახა კალაძე: ბახტაძის პრემიერობით, ქვეყანაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდება

მამუკა ბახტაძე ღირსეული ადამიანია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კალაძე დარწმუნებულია, რომ მამუკა ბახტაძის პრემიერობით, ქვეყანაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდება.

„მამუკა არის ღირსეული ადამიანი. ამას იმიტომ არ ვსაუბრობ, რომ ის ჩემი მეგობარია, მართლაც ღირსეული პიროვნებაა. არის განათლებული და დარწმუნებული ვარ, რომ მამუკას ხელმძღვანელობით, მისი პრემიერობით, ქვეყანაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდება, ჩვენ შევძლებთ ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს არსებობს ქვეყანაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები