მამუკა ბახტაძის კანდიდატურა პრეზიდენტს უკვე წარედგინა

მმართველმა გუნდმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შერჩეული მამუკა ბახტაძის კანდიდატურა პრეზიდენტს უკვე წარუდგინა.
ამის შემდეგ, კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი ვალდებულია, შვიდი დღის ვადაში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად სწორედ უმრავლესობის მიერ შერჩეული კანდიდატი წარადგინოს, თავის მხრივ, პრემიერობის კანდიდატი შვიდი დღის ვადაში მთავრობის შემადგენლობას შეარჩევს და სამთავრობო პროგრამასთან ერთად, პარლამენტში ნდობის მისაღებად წარსდგება. საკანონმდებლო ორგანო ვალდებულია, ასევე შვიდი დღის ვადაში განიხილოს აღნიშნული სამთავრობო პროგრამა, მთავრობის პერსონალური შემადგენლობა და ნდობა გამოუცხადოს.

შეგახსენებთ, რომ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურა გუშინ წარადგინა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა გუშინწინ დატოვა. პრემიერის გადადგომის შემდეგ, მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრი და თავად პრემიერიც, მოვალეობის შემსრულებელი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები