ზაქარია ქუცნაშვილი: ვფიქრობ, რომ თვისობრივი ხასიათის ცვლილებები აუცილებელია
“ქართული ოცნების” დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ თვისობრივი ხასიათის ცვლილებები აუცილებელია.
“ვფიქრობ, რომ თვისობრივი ხასიათის ცვლილებები აუცილებელია, დანარჩენის შესახებ ცოტა ხანში გაკეთდება ოფიციალური კომენტარი”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს შეეხება. უმრავლესობის სხდომა პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.