„ქართული ოცნების“ ოფისში მმართველი გუნდის შეხვედრა დაიწყო

„ქართული ოცნების“ ოფისში მმართველი გუნდის წევრები შეიკრიბნენ.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დაიწყო, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი მთავრობაში დაგეგმილი ცვლილებებია.
დეპუტატების ინფორმაციით, უმრავლესობის შეხვედრა უკავშირდება მიმდინარე საკითხებს, მათ შორის, საუბარი შეეხება ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს. მმართველ გუნდში ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ უმრავლესობის შეკრების თემა არის თუ არა მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები.
წინასწარი ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომას დაესწრება პრემიერ–მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი.
შეხვედრაში მონაწილეობს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები