გია ჟორჟოლიანი: მაქვს ეჭვი, რომ „ევროპული საქართველო“ საგამოძიებო კომისიაში ყოფნას, პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენებს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ კარგი იქნებოდა, თუ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, პარლამენტში შექმნილ კომისიაში, „ევროპული საქართველო“ ისეთი ფართო წარმომადგენლობით არ ყოფილიყო, როგორც არის.
დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულმა პოლიტიკურმა ძალამ კომისიის საქმიანობა პირადი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენოს.
შესაბამისი შეფასება ჟორჟოლიანმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„პარლამენტის საგამოძიებო კომისიას ძალიან მაღალი უფლებამოსილება აქვს, ის არის მძლავრი ინსტრუმენტი. სამწუხარო იქნება თუ კომისია არა სიმართლის გარკვევას, არამედ ისევ პოლიტიკურ მიზნებს დაისახავს. მოგეხსენებათ, კომისიის უმრავლესობაში „ევროპული საქართველოა“ – „ნაციონალური მოძრაობის“ განაყოფი პარტია და გარკვეული მოლოდინი მაქვს იმისა, რომ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენებენ ამას. ეჭვი საკმაოდ საფუძვლიანია. ვფიქრობ, მთლიანად კომისიამ და პარლამენტმა არ უნდა დაუშვას ის, რომ კომისია გამოყენებული არ იქნას პოლიტიკური მიზნებისთვის და საზოგადოებაც ძალიან ფხიზლად უნდა იყოს. ჩვენი ფრაქციის წარმომადგენელი არ არის ამ კომისიაში. უმჯობესი იქნებოდა, პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში, „ევროპული საქართველო“ ისეთი ფართო წარმომადგენლობით არ ყოფილიყო, როგორც არის. ვფიქრობ, რომ ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები – კომისიის შექმნა, პროკურორის გადადგომა მიუთითებს იმაზე, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის განცდა ხელისუფლებას აქვს“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები