პრემიერ-მინისტრის თანამდებობა შესაძლოა, გიორგი კვირიკაშვილმა დატოვოს

დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე, გავრცელებული ინფორმაციით პრემიერ-მინისტრის თანამდებობა შესაძლოა გიორგი კვირიკაშვილმა დატოვოს. ამის შესახებ ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტს იუსტიციის, ეკონომიკის, საგარეო საქმეთა და კულტურის მინისტრებიც დატოვებენ. პრემიერის მოვალეობას კი შინაგან საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია შეასრულებს. პირველი ვიცე-პრემიერი კი მამუკა ბახტაძე გახდება.
ტელეკომპანიის ცნობითვე, რამდენიმე დღეში პარლამენტი მინისტრთა ახალ შემადგენლობას დაამტკიცებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი დაესწრებიან.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს შეეხება.
უმრავლესობის სხდომა პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები