ტაჯიკეთში, ავღანეთის საზღვართან 100 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინეს

ტაჯიკეთის ეროვნული უსაფრთხოების კაბინეტის წარმომადგენლის განცხადებით, ტაჯიკეთი-ავღანეთის საზღვარზე, სპეცოპერაციის შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრის დააკავება მოხდა, რომელსაც 100 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა.
დადგინდა, რომ დაკავებული, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრია, რომელიც „შურხატის“ სახელითაა ცნობილი.
ტაჯიკეთი-ავღანეთის საზღვარზე რამდენიმე საათი მიმდინარეობდა სროლები კონტრაბანდისტსა და სპეცრაზმის წევრებს შორის. ამ დროისთვის უცნობია სროლის შედეგად დაშავდა თუ არა ვინმე.
შეგახსენებთ, რომ ტაჯიკეთი-ავღანეთის საზღვარი ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ სექტორად ითვლება ნარკოტრანზიტის თვალსაზრისით, რის გამოც საზღვარზე ხშირად ხდება შეიარაღებული შეტაკებები სამართალდამცველებსა და ნარკოტრაფილიორებს შორის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები