სოფო კილაძე: სამთავრობო ცვლილებებზე არავითარი გადაწყვეტილება მიღებული არ არის

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
„ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენი გუნდი მიიღებს, დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში სიტუაციის გაუმჯობესებას მოემსახურება.
ჯერჯერობით არავითარი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ცნობილი არ არის. სამომავლოდ, ყველა ცვლილება მოემსახურება იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანის მდგომარეობა გაუმჯობესდეს“, – აღნიშნა სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები