ტრამპმა კიმ ჩენ ინს „ღირსეული მომლაპარაკებელი” უწოდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, კიმ ჩენ ინს „ღირსეული მომლაპარაკებელი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ის ნიჭიერი ადამიანია.
„მას შესანიშნავი ხასიათი აქვს და ძალიან ჭკვიანია. კიმ ჩენ ინი ძალიან ღირსეული ადამიანია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მანვე, ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი პატრიოტი და შესანიშნავი ადამიანია. „მასთან დაკავშირებით შევიტყვე, რომ ის შესანიშნავი ადამიანია და მისი სამშობლო ძალიან უყვარს. ჩვენ შესანიშნავი დღე გავატარეთ და ბევრი რამ შევიტყვეთ ერთმანეთზე, ისევე, როგორც ჩვენს ქვეყნებზე”, – აღნიშნა დონალდ ტრაპმა კიმ ჩენ ინთან შეხვედრის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შორის, ისტორიული შეხვედრა სინგაპურში შედგა. დონალდ ტრამპმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან, შესანიშნავი ურთიერთობები განვითარდება. თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ორმა ქვეყანამ ბევრი რამ გადალახა ამ შეხვედრის ჩასატარებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები