ირაკლი კობახიძე: გახარიასგან მივიღე განმარტება, რომ რუსთაველის გამზირიდან მელიას განრიდება მოხდა, რათა აღკვეთილიყო სამართალდარღვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე, სამართალმდაცველების მიერ ნიკა მელიას რუსთველის გამზირიდან გაყვანასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
“მე მქონდა შეხვედრა შს მინისტრთან და მისგან მივიღე განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით. საქმე იყო შემდეგში – ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევას, კანონის მოთხოვნათა დარღვევას და იმისათვის, რომ აღკვეთილიყო სამართალდარღვევა, საჭირო იყო პარლამენტის წევრის განრიდება ადგილიდან. დავინტერესდი ადგილი ჰქონდა თუ არა დაკავებას და მივიღე განმარტება, რომ ადგილი ჰქონდა განრიდებას, რათა იქ მიმდინარე პროცესი არ გადაზრდილიყო რაიმე სხვა ტიპის სამართალდარღვევაში. მოხდა გადაყვანა სხვა ლოკაციაზე, ერთ-ერთ განყოფილებაში და ამის შემდეგ ის მყისიერად იქნა გათავისუფლებული. ასეთი განმარტება მივიღე შს მინისტრისგან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია დღეს რუსთაველის გამზირიდან სამართალდამცველებმა გაიყვანეს. მისი პარტიის წევრები აცხადებდნენ, რომ დეპუტატი დაკავებული იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები