„თუ ადამიანების რაოდენობა ბუნებრივად არ კეტავს გამზირს, მაშინ მისი ხელოვნურად გადაკეტვა კანონდარღვევაა“

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, აქციის მონაწილეების მხრიდან, რუსთაველის გამზირის კარვებით გადაკეტვის ფაქტზე, სამართალდამცველების რეაგირება კანონიერი იყო.
შესაბამისი განცხადება თალაკვაძემ პარლამენტში გააკეთა და საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის სერგო რატიანის მიერ, ხელისუფლების მისამართით გამოთქმულ კრიტიკას უპასუხა.
„როდესაც პროტესტში მონაწილეთა რაოდენობა ბუნებრივად არ კეტავდა რუსთაველის გამზირს, ამ შემთხვევაში კარვებით გზის გადაკეტვა გასცდა გამოხატვის თავისუფლებას და კანონმდებლობის იმ ჩარჩოს, რომელიც დაწესებულია, შესაბამისად, ამაზე პოლიციის რეაქცია იყო დროული ადეკვატური და კანონისმიერი. ვის, თუ არა თქვენ, – პარლამენტის წევრს, კარგად უნდა გესმოდეთ, რომ თბილისი არ არის მხოლოდ იმ ადამიანების, ვინც მონაწილეობს პროტესტში. იმ ადამიანებისაც არის, ვინც არ მონაწილეობდა პროტესტში, კანონი ამბობს, რომ თუ ადამიანების რაოდენობა ბუნებრივად არ კეტავს გამზირს, მაშინ მისი ხელოვნურად გადაკეტვა კანონის დარღვევაა“, -მიმართა სერგო რატიანს არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეთა სიმცირიდან გამომდინარე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, სამართალდამცველებმა კარვების საავტომობილო გზიდან გადატანისკენ მოუწოდეს, თუმცა, აქციის მონაწილეეები, რამდენიმე საათის განმავლობაში, მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ.
საავტომობილო მოძრაობა, რუსთაველის გამზირზე, რამდენიმესაათიანი შეზღუდვის შემდეგ, აღდგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები