უკრაინას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება?
“გაზპრომი” დღეს “ნაფტოგაზს” ივნისის წინასწარ ანგარიშს წარუდგენს, რომელიც უკრაინამ 2 ივნისამდე უნდა გადაიხადოს,- ამის შესახებ განცხადება “გაზპრომის” ხელმძღვანელმა გააკეთა.
“3 ივნისს, 10 საათამდე, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, უკრაინას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება”, – განაცხადა ალექსეი მილერმა რუსეთის პრემიერ დიმიტრი მედვედევთან შეხვედრისას.
მედვედევის თქმით, გაზთან დაკავშირებით უკრაინა წინასწარი გადახდის სისტემაზე უნდა გადაიყვანონ.