ამერიკა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში გამართულ რეფერენდუმს არ აღიარებს

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ჯენ ფსაკის განცხადებით, აშშ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში გამართულ უკანონო რეფერენდუმს არ აღიარებს.
“დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში გამართული ე.წ. რეფერენდუმი უკრაინის მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით მოხდა და ქვეყნის დაყოფისა და შემდგომი არეულობებისკენ არის მიმართული”, – განაცხადა ჯენ ფსაკიმ.
დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში 11 მაისს რეგიონის სტატუსის თაობაზე ე.წ. რეფერენდუმი გაიმართა. დონეცკელ სეპარატისტთა ერთ-ერთი ლიდერის რომან ლიაგინის განცხადებით, რეფერენდუმში მონაწილეთა 89,07%-მა მხარი დაუჭირა ე.წ. დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის აღიარებას, ლუგანსკში კი ე.წ. რეფერენდუმის მონაწილეთა თითქმის 95%-მა მხარი დაუჭირა თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები