კანადამ რუსეთს სანქციები გაუმკაცრა

უკრაინისა და რუსეთის კიდევ 6 მოქალაქეს კანადაში შესვლა ეკრძალება. სანქციები ეხებათ იმ პირებს, რომლებიც უკრაინაში შექმნილ კრიზისზე არიან პასუხისმგებელნი. გაფართოებულ სიაში მოხვდა რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელი, უკრაინელი სეპარატისტების ერთ-ერთი ლიდერი და დუმ-ის თავმჯდომარის მოადგილე.”
უკრაინაში განვითარებული მოვლენები უსაფრთხოების დარღვევაა,- წერს კანადის პრემიერ-მინისტრი ფეისბუქის გვერდზე. მისი თქმით, პუტინის რეჟიმის აგრესია უპასუხოდ არ დარჩება. ამასთან, კანადის სანქციები საბანკო აქტივების გაყინვასა და კანადის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები