ილიაუნიში „რომანის ღამეები“ გაიმართება

13 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით, 19:30-22:00 საათებში, წიგნის სახლი „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებსა და მოწვეულ სტუმრებს უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ „ლიგამუსიდან“ აცნობეს, „რომანის ღამეები“ რამდენიმე მწერალთან თეხვედრას ითვალისწინებს.
აი, ეს განრიგიც.

13 ივნისი
19:30 – ლევან ბერძენიშვილი – „არუნდატი როის “წვრილმანების ღმერთი”;
20:00 – გიგა ზედანია – „დოჩანაშვილი და ვარგას ლიოსა, ანუ ჯანყი რომანში”;
20:30 – ნინო ფირცხალავა – „საკონცერტო პროგრამის შედგენის კულტურულ-პოლიტიკური ნიუანსები (მარსელ პრუსტისა და თომას მანის ტექსტების მაგალითზე)”;
21:00 – თამთა მელაშვილი – „ეგზოტიზაცია და თვითეგზოტიზაცია: პატარა ქვეყნები წიგნის საერთაშორისო ბაზარზე”;
21:30 – ანა კორძაია-სამადაშვილი – „რატომ მოვკალი ჩაიკა”.

14 ივნისი
19:30 – დათო ტურაშვილი – “შავი ზღვის რომანი”;
20:00 – პაატა ჩხეიძე – “პიტერ აკროიდის რომანები და კომპარატივისტული ასპექტები”;
20:30 – ლია ლორია – “ენრიკე ვილა-მატას რომანი “ბარტლები და კომპანია”, უარყოფის ლიტერატურა”;
21:00 – გიორგი მაისურაძე – “რადიკალური ჰუმანიზმი – ლევ ტოლსტოის “აღდგომა”;
21:30 – ლაშა ბუღაძე – “პატარა ქვეყნის ისტორია, როგორც რომანი”.

15 ივნისი
19:30 – თამარ თანდაშვილი – ” ამბის ვერ-მთხრობელი და მისი მოწმე: ქალის გაპიროვნება “მატერიკონში”;
20:00 – ბელა წიფურია – “პოსტკოლონიური ჰიბრიდულობა და ქართული საბჭოთა რომანი”;
20:30 – ლევან ცაგარელი – “ბერნჰარდ შლინკის “წამკითხველი”, როგორც წარსულის დაძლევის ცდა”;
21:00 – დავით გაბუნია – “თვალთვალი, როგორც ხელოვნება”;
21:30 – ნოდარ ლადარია – “მკითხველი და მწერალი”.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N32.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები