მაიკ პომპეო: ჩვენ კვლავ ვინარჩუნებთ მხარდაჭერას კორეის ნახევარკუნძულის სრულ და შეუქცევად დენუკლერიზაციისადმი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შორის შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ამ შეხვედრას ტვიტერის საკუთარი გვერდიდან ეხმაურება და წერს, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია კორეის ნახევარკუნძულის სრულ, უეჭველ და შეუქცევად დენუკლერიზაციას მხარს უჭერს.
„აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გუნდმა წინასწარი ბრიფინგი გამართა. დღეს ჩვენი ელჩი ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებს ხვდება. ჩვენ კვლავ ვინარჩუნებთ ჩვენს მხარდაჭერას კორეის ნახევარკუნძულის სრულ, უეჭველ და შეუქცევად დენუკლერიზაციისადმი“, – წერს მაიკ პომპეო და იქვე ამატებს, რომ ჩრდილოეთ კორეის მხარესტან წარმართული მოლაპარაკებები ძალიან შინაარსიანი იყო.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ, კიმ ჩენ ინს შორის ისტორიული შეხვედრა ხვალ, სინგაპურში, კუნძულ სენტოსაზე მდებარე სასტუმრო „Capella”-ში გაიმართება.