კულტურისა და სპორტის სამინისტრო გიო ხუციშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომღერლისა და მსახიობის გიო ხუციშვილის გარდაცვალების გამო.
გიო ხუციშვილი 56 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
გარდა სასცენო კარიერისა, გიო ხუციშვილი გადაღებულია 10-მდე ფილმში, მათ შორის ფილმებში: „სიყვარული ყველას უნდა“, „ხარება და გოგია“, „თბილისი ჩემი სახლია“.
2018 წლის მაისში, თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ გიო ხუციშვილის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები